დვალი დავით ირაკლის ძე (დ. 5. IV. 1950, სოფ. საბუე, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი), ელექტროტექნიკოსი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). 1972 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკ-ტი, სამრეწველო ელექტრონიკის სპეციალობით. 1975-იდან მუშაობს ამავე ინ-ტში (ახლანდ. საქართვ. ტექ. უნ-ტი) სამრეწველო ელექტრონიკის კათედრაზე. პედ. მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნ.-კვლ. საქმიანობას. 1987 ჩამოაყალიბა ელექტრონული ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. არის მრავალი დანერგილი პროექტის ავტორი. დ-ის სამეცნ. კვლევის თემაა – შეუფერხებელი და ხარისხიანი ელექტროკვების ტექნოლოგიები, არატრადიციული ენერგოტექნოლოგიები და სხვ. 1994–97 ჩაატარა სამუშაოები ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის ლაბორატორიული ბაზის მოდერნიზაციისა და ტექ. გადაიარაღების მიმართულებით.
თხზ.: ნახევრადგამტარული გარდამქმნელების ესკიზური დაპროექტება, თბ., 1993 (თანაავტ.: გ. დგებუაძე, ა. კერესელიძე).