დიასამიძე შერმაზან

დიასამიძე შერმაზან XVI ს. შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე. ძმასთან, ვ. დიასამიძესთან ერთად მხარს უჭერდა ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის პოლიტიკას. ლუარსაბმა იგი ლორებამბაკის ბატონად დასვა. ათაბაგ ქაიხოსრო II-ის თხოვნით ირან. შაჰი თამაზ I 1553 სამცხე-საათაბაგოში შეიჭრა. დ. სხვა დიდებულებთან ერთად დაატყვევეს და ძმასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. დ-ის მამული ქაიხოსროს გადაეცა.

წყარო იხ. სტ-თან დ ი ა ს ა მ ი ძ ე  ვ.

შ. ლომსაძე