დიასამიძე ჟუჟუნა მემედის ასული (დ. 26. II. 1945, ბათუმი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1999). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი (1966). 1967-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის ფიზიკის კათედრაზე. 1983–2006 იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის თეორ. ფიზიკის კათედრის გამგე, ხოლო 2006-იდან არის თეორ. ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი. კვლევის თემაა: ტურბულენტურ ფენაში ტალღური პროცესების გამოკვლევა.