„დიოსკურია“

დიოსკურია ლიმონის მალსეკო- და ყინვაგამძლე ჯიში. გამოყვანილია ქართ. ლიმონისა და ტრიფოლიატის შეჯვარებით საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის გენეტიკისა და სელექციის კათედრაზე. ჯიშის გამომყვან ავტორებს (ფ. მამფორია, შ. სურგულაძე, ნ. ქარქაშაძე) 1984 მიენიჭათ საქართვ. მინისტრთა საბჭოს სახელმწ. პრემია. „დ." ფოთლებისა და ნაყოფის აგებულებით ჰგავს ქართულ ლიმონს. საშ. სიდიდის ხეებია, მსხმოიარობს მე-4–მე-5 წელს, ნაყოფი საშ. ზომისაა, თხელკანიანი. მჟავიანობა 4%-მდეა. საქართველოში „დ-ის" პლანტაციები გაშენებული იყო 300 ჰა -ზე.

ი. ლეკვეიშვილი