დუმბული, ძვ. საქართველოში გავრცელებული დასარტყმელი საკრავი.
ს.-ს. ორბელიანის განმარტებით – მცირე ნაღარა. გამოირჩეოდა ძლიერი ხმოვანებით და გამოიყენებოდა „ზეიმისა და ზარის მოსამატებლად" (ივ. ჯავახიშვილი).
მოიხსენიება XI ს. საისტორიო და ლიტ. ძეგლებში. დღეისათვის დაკარგულია.
ს. ჟორდანია