დავით II

დავით II (გ. დაახლ. 1429), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1425–26 და 1428; საქართვ. მეფის ალექსანდრე I დიდის ძე. 1417–19 მამამ ბერად შეაყენა მცხეთაში. დ. II-ის პატრიარქად მომზადება და კურთხევა დაევალა კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ VI-ს. 1426 მეფის მიერ ზედგინიძეებისადმი მიცემულ წყალობის წიგნში უკვე მოიხსენიება როგორც ქართლის კათოლიკოსი. დ. II, როგორც სამეფო სახლის წევრი, ალექსანდრე I-ის ერთგული თანამშრომელი იყო. მონაწილეობდა მტრისაგან დაძაბუნებული ქვეყნის აღდგენაში. 1429 მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნში კათოლიკოსად უკვე თეოდორეა მოხსენიებული. წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1892.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე