დავითაშვილი ნინო შიოს ასული

დავითაშვილი ნინო შიოს ასული [18(30). XI. 1882, გორი, – 22. X. 1958, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1943). სცენაზე პირველად გამოვიდა 1902 (ავჭალის აუდიტორიაში). 1903- იდან მოღვაწეობდა ქართ. დრამ. დასში. შეასრულა ტურფას (ა. წერეთლის „პატარა კახი"), სონიას (ა. ჩეხოვის „ძია ვანო"), გაიანეს (ა. სუმბათაშვილის „ღალატი") და სხვ. როლები. ქუთ. თეატრში მუშაობდა 1904-იდან, განასახიერა კრუჩინინას (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), ივდითის (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), ოფელიას (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), ქეთევანის (დ. ერისთავის „სამშობლო"), მარია ანტონოვნას (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ამალიას (ფ. შილერის „ყაჩაღები") და სხვ. როლები. 1910-იდან თბილ. ქართ. დრამ. დასში იყო; აქ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატო (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი"), მარია სტიუარტი (ფ. შილერის „მარია სტიუარტი"), ანტიგონე (სოფოკლეს „ანტიგონე") და სხვ. 1920-იდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრში მუშაობდა; როლები: დედოფალი თამარი (ა. წერეთლის „თამარ ცბიერი"), მადამ სან- ჟენი (ვ. სარდუს „მადამ სანჟენი"), პრასკოვია (ვ. დარასელის „კიკვიძე"), ეფემია (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ზეინაბი და მაიკო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფატმა (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები"), სალომე (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი") და სხვ. დ. გამოირჩეოდა შესანიშნავი სცენური გარეგნობით, უნაკლო მეტყველებით. გადაღებულია ფილმებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.