დავითაშვილი ლეო შიოს ძე (25. V. 1895, თბილისი, – 3. IX. 1977, იქვე), პალეობიოლოგ-ევოლუციონისტი, გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944). გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1925 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1926–50 მუშაობდა მოსკ. და თბილ. სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1951 საქართვ. მეცნ აკად. პრეზიდიუმთან დააარსა პალეობიოლ. სექტორი, რ-საც ხელმძღვანელობდა (1951–58). 1958–77 მუშაობდა პალეობიოლ. ინ-ტის დირექტორად. მისი ნაშრომები ეხება პალეონტოლ. და მესამეული პერიოდის სტრატიგრაფიის საკითხებსა და ბიოლ. ძირითად თეორ. პრობლემებს. აღმ. საქართველოში გამოყო საყარაულოსა და კოწახურის ჰორიზონტები, რ-ებიც საბჭ. კავშირის ნეოგენური სისტემის რეგიონულ სართულებადაა მიჩნეული. დიდი ღვაწლი მიუძღვის ევოლ. მოძღვრების ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლაში, როგორიცაა ევოლ. პროგრესი, სქესობრივი გადარჩევა, სახეობათა ამოწყდომა და სხვ. აღსანიშნავია დ-ის კაპიტ. გამოკვლევები მეცნ. ისტორიის დარგშიც. მისი სახელმძღვანელო „პალეონტოლოგიის კურსი" (1949) თარგმნილია უცხო ენებზე. ნაშრომს „ევოლუციური პალეონტოლოგიის ისტორია დარვინიდან დღემდე" (1948) მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1949). დ. იყო ბულგარეთის გეოლ. საზ-ბის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: В. О. Ковалевский , 2 изд., М., 1951; Теория полового отбора, М., 1961; Причины вымирания организмов, М., 1969; Изменчивость организмов в геологическом прошлом, Тб., 1970; Учение об эволюционном прогрессе, Тб., 1972; Эволюционное учение, т. 1–2, Тб., 1977–79.
ლიტ.: ლეო დავითაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ვ. გოგილაშვილი, თბ., 1986.
ი. თაქთაქიშვილი