დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე [1(13). VII. 1850, სოფ. გარდატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 13 (25). III. 1887, თელავი], პოეტი. ლექსების პირველი კრებ. „სტვირი" გამოქვეყნდა 1880. დ-ის პატრ. ლირიკა („წუთისოფელში ცხოვრება", „ახალ მოლექსეს", „მოხუცის სინანული") „თერგდალეულთა" ზეგავლენას განიცდიდა. სიმღერად იქცა პოეტის ზოგიერთი ლექსი („სამშობლო"). დ-ის ლექსების ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა („მუშის სიმღერა", „გლეხი და თავადი", „ბედის წყარო", „თუნდ ვკვდებოდე") პოეტის შემოქმედებას ხალხურ პოეზიასთან აახლოებს. დ-ს დიდად აფასებდნენ ილია და აკაკი.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1951.
ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; კ ო ტ ე ტ ი შ ვ ი ლ ი ვ., რჩეული წერილები, წგ. 1 – ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1965; ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ი., თხზ. სრ. კრ. ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედ., ტ. 3, თბ., 1953.
ლ. მინაშვილი