დავითაშვილი თეიმურაზ პავლეს ძე (დ. 16. II. 1949, სოფ. სიონი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2001). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1972). 1974–96 მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, 1994–2006 – თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტში. 2007-იდან ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომელია. კვლევის თემაა: ატმოსფეროს ფიზიკის ამოცანების რიცხვითი მოდელირება.