დავითაია თეოფანე ფარნას ძე [2 (15). IX. 1911, სოფ. ეკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 29. VII. 1979, თბილისი], გეოგრაფი, აგრომეტეოროლოგი და კლიმატოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნ. განყ-ბის თავ-რე (1963- იდან), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის დირექტორი (1962-იდან), საქართვ გეოგრ. საზ-ბის პრეზიდენტი (1970-იდან), საერთაშ. გეოგრ. კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-იდან). 1932 დაამთავრა სუბტროპ. კულტურების საკავშ. ინ-ტი თბილისში. 1932–41 და 1945–51 მუშაობდა ლენინგრადის (სანქტ- პეტერბურგი) მემცენარეობის ინ-ტში. 1941–45 იყო საავიაციო მეტეოროლ. სამსახურის უფროსი, 1951–59 – სსრკ ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. სხვადასხვა დროს იყო ლენინგრადის, მოსკ., თბილ. და უისკონსინის (აშშ) უნ-ტების პროფესორი, სამეცნ.- ტექ. ჟურნ. „მეტეოროლოგია და ჰიდროლოგიის" მთ. რედაქტორი (1955–62), „სსრკ კლიმატური ატლასის" 3-ტომიანი გამოცემის მთ. რედაქტორი (1960–64). არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნ. საზ-ბის წევრად. დ-ს შრომები ეხება ზოგად და სას.-სამ. კლიმატოლოგიას, აგრომეტეოროლოგიას, სოფ. მეურნ. გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და გარდაქმნის პრობლემებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან (გვალვა, ხორშაკი, წაყინვა) ბრძოლის მეთოდების თეორ. დასაბუთებაში; დაამუშავა აგროკლიმ. დარაიონებისა და კლიმატის სას.-სამ. შეფასების მეთოდები; შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახ. მეცნ. მიმართულება. შეისწავლიდა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემ. კლების პრობლემებს.
დ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, სსრკ (1973) და საქართვ. (1971) სახელმწ. პრემიები, ა. ვოეიკოვის სახ. პრემიები (1956 და 1966), სსრკ გეოგრ. საზ-ბის დიდი ოქროს მედალი (1976), კუბის გეოგრ. ინ-ტის თანადამაარსებლის დიპლომი (1965, კუბა), კუბის მეცნ. აკად. დიდი ოქროს მედალი (1972). 1980 დაარსდა დ-ს სახ. პრემია ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების დარგში თვალსაჩინო სამეცნ. შრომებისათვის. მის სახელს ატარებდა სანაოსნო თბომავალი „აკადემიკოსი დავითაია".
თხზ.:Климатические зоны винограда в СССР, 2 изд., М., 1948; Исследование климатов винограда в СССР и обоснование их практического использования, М.– Л., 1952; Прогноз обеспеченности теплом и некоторые проблемы сезонного развития природы, М., 1964; Климатические ресурсы Кубы и их использование в народном хозяйстве, Тб.,1966 (თანაავტ.: И. И. Трусов); Проблема прогноза испаряемости и оросительных норм, Л .,1970 (თანაავტ:. Ю. С. Мельник); Атмосфера и биосфера – прошлое, настоящее, будущее, Л.,1975; Проблемы борьбы с градобитием, морозами в субтропиках и некоторыми другими стихийными процессами. Новые аспекты, ч. 1–2, Тб., 1981 (თანაავტ.: К. А. Таварткиладзе); ჰავა და სოფლის მეურნეობა, პეკინი, 1959 (ჩინ. ენაზე); აგრომეტეოროლოგია, პეკინი, 1960 (ჩინ. ენაზე).
ლიტ.: თეოფანე დავითაია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ე. ელიოზიშვილი, თბ., 1984; კ ვ ე რ ე ნ ჩ ხ ი ლ ა ძ ე რ., გ ა გ უ ა გ., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1984; მ ე დ ვ ე დ ე ვ ი ი., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1987; მ ი ს ი ვ ე, В первом приближении, M., 1975;ხ ა რ ა ძ ე კ., კაცი ლეგენდა. აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 2011.
გ. დონდუა