დგებუაძე ქუჩუ ანდროს ძე

ებუაძე ქუჩუ ანდროს ძე (16. IV. 1911, თბილისი, – 12. III. 1963, ქუთაისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1931). მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" (1936–52), ქუთ. პირველი საპროექტო ორგანიზაციის „ქუთოლქპროექტის", შემდგომ „საქქალაქმშენსახპროექტის" ფილიალის დირექტორად (1952–63). ავტორია საქართვ. სხვადასხვა ქალაქში აშენებული საცხოვრ. (თბილისი, ბელინსკის ქ., №1, ა. თევზაძესთან ერთად, 50-იანი წწ.), საზ. და სამრეწვ. ნაგებობებისა. ძირითადი ნამუშევრებია: თბილისში – ვაკის პარკის დაგეგმარება და განაშენიანება (1945–55; დენდროლოგი ე. ციციშვილი), სტადიონი „ქარიშხალა" (1956) და სხვ.

ს. კინწურაშვილი