დგებუაძე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

დგებუაძე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1900, სოფ. ღანირი, ქუთაისის მაზრა, – IX. 1924, თბილისი), საქართველოს 1921–24 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1918). 1920-იდან სწავლობდა თბილისის სახელმწ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე (ისტ. განხრით). 1918–21 დ. იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ოფიცერი – საქართვ.- სომხ. ომის (1918), წითელ ხიდთან საბჭ. ჯარისა (1920) და კოჯორ-ტაბახმელასთან რუს. მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების (1921, თებ.), ამასთანავე ბათუმის ომის (1921, მარტი) აქტ. მონაწილე. მხედრული წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით. 1917-იდან დ. იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. საბჭ. რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ, 1921–24 იყო ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის იატაკქვეშა ცენტრ. კომიტეტის და პარტიის სამხ. კომისიის წევრი. დ. აქტ. მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვ. აჯანყების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924 ) მომზადებაში. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს ძმასთან ლ. დგებუაძესთან ერთად 1924 სექტ. თბილისში.

ლ. ურუშაძე