დგებუაძე მაია ამბროსის ასული

დგებუაძე მაია ამბროსის ასული (დ. 10. XI. 1954, ხობი), მორფოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997). 1977 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი; 1978-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის ადამიანის ნორმალური ანატ. კათედრაზე (შემდგომში დეპარტამენტი). 2006-იდან ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. დ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციური მორფოლოგიის აქტუალურ საკითხებს. დ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის, ავტორია. არის ინტეგრაციული ანთროპოლოგიის საერთაშ. აკადემიის წევრი (1998), აგრეთვე საქართვ. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრი (1978-იდან), 2006-იდან კი – გამგეობის წევრი; 2000-იდან – მორფოლოგთა საერთაშ. ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

თხზ.: თირკმლის ორგანოს შიდასისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგიის თავისებურებანი მრავლობითი არტერიებით მისი სისხლმომარაგებისას, თბ., 1995; სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში, თბ., 1996.