დგებუაძე ვლადიმერ რევაზის ძე

დგებუაძე ვლადიმერ რევაზის ძე (დ. 2. X. 1970, თბილისი), სპორტსმენი (ძიუდო). ევროპის ჩემპიონი (1993), ევროპის თასის მფლობელი (1989), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), კეთილი ნების თამაშების მესამე პრიზიორი (1990), ატლანტის ოლიმპიური თამაშების (1996) მონაწილე. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოში.