„ეკალი“

ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა, გამოდიოდა თბილისში 1907–08. ლიტ. გარდა იბეჭდებოდა სტატიები პოლიტეკონომიის საკითხებზე, როტერისა (ო. შმერლინგი) და გ. ზაზიაშვილის კარიკატურები და სხვ. 1907 გამოვიდა 7 ნომერი, 1908 – 5 (რედ.-გამომც. – პ. გაჩეჩილაძე). დაიხურა თბილ. გენ.- გუბერნატორის განკარგულებით.