თაყაიშვილი ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე (დ. 20. V. 1926, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1953). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1953). 1938 დაამთავრა თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრთან არსებული ქორეოგრ. სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი). მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეკტაკლებში, მ. შ. „დონ კიხოტში" (გამოდიოდა ვ. ჭაბუკიანთან ერთად). 1945-იდან ახალდაარსებული ქართ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართ. ნაციონალური ბალეტი) შემადგენლობაში იყო. თ. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია, თაობისა, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა და შემდგომში განსაზღვრა ანსამბლის შემოქმედებითი სახე. თ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფ. ოსტატობით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.