თოდუა უტუ, სამეგრელოს 1857 გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. სამართლიანობისათვის ხალხი „მართალიას" უწოდებდა. იგი მეთაურობდა სალიპარტიანოს, მდ. ხობისწყლისა და მდ. ცხენისწყლის მიდამოებში მოქმედ სახალხო ლაშქარს. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1858, თ. შეიპყრეს და კოსტრომაში გადაასახლეს.
ლიტ.: ლ ე მ ო ნ ჯ ა ვ ა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში. 1856–1857, თბ., 1957.