„თეატრი“

გაზეთი "თეატრი"

„თეატრი“, ქარ­თუ­ლი ყოველკვირეული სამხატვრო-ლიტერატურული გაზეთი. პირველი თეატრ. ბეჭდვითი ორგანო (1885–91). დამააარსებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი (1885–1887) იყო მსახიობი ვ. აბაშიძე. შემდეგ წლებში გაზეთს რედაქტორობდნენ ვ. გუნია (1886. 15. VI–21. IX), ა. ნებიერიძე (1887. 22.III – 1891). პირველი ნომერი გამოვიდა 1885 წ. 14 ივლისს. სულ გამოვიდა 185 ნომერი. „თ-ში” იბეჭდებოდა ვ. აბაშიძის, ვ. გუნიას, დ. კეზელის (დ. სოსლანის), ი. ჯაჯანა­შვი­ლისა და სხვა­ტა სტატიები მსახიობის, რეჟისორის ოსტატობაზე, ქართ. თეატრის ისტორიაზე, მეზობელ ერთა თეატრებზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, პიესები, მოთხრობები, ლექსები და სხვ.; ქვეყნდებოდა ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შ. ქუჩუკა­შვი­ლის (მღვიმელის), ა. ფურცელაძის, ა. ყაზბეგის და სხვა­ტა ნაწარმოებები. იბეჭდებოდა აგრეთვე პუბლიც. წერილები სა­ქართვ. სოც.-პოლიტ. და კულტ. საკითხებზე. „თ.” იყო პირველი გაზეთი ილუსტრაციებით, რთანაც თანამშრომლობდნენ მხატვრები ა. ბერიძე, გ. ტატი­შვი­ლი და სხვ.

ლიტ.: ქ ვ ა რ ი ა ნ ი  თ., გაზეთი „თეატრი”, თბ., 1974.