თახჩა

თახჩა, სოფელი ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კარტიკამის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხა­რე), ახალ­ქა­ლა­ქის პლატოზე. ზ. დ. 1960 მ, ახალ­ქა­ლა­ქიდან 13 კმ. 106 მცხ. (2002). თ. მდებარეობს ისტ. ზემო ჯავახეთში. ფეოდ. ხანაში აქ სოფელი არ უნდა ყოფილიყო, რაზედაც მიუთითებს „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" (XVI ს.), რ-შიც ამ ადგილას არც სოფელი და არც ნასოფლარი აღნიშნული არ არის. 1829 ადრიანოპოლის ზავის შედეგად, ჯავახეთი რუს. იმპერიაში შევიდა. თ-ის ახლანდ. სომეხი მოსახლეობა იმ დროსაა შემოყვანილი არზრუმის მხრიდან. ჩანს, ისინი ცარიელ პლატოზე დასახლებულან. მათი ეკლესია აგებულია 1902. სოფლის სახელწოდება არზრუმის მხა­რეში არსებული ძვ. დასახლების სახელს იმეორებს. სოფელში ფეოდ. ხანის სიძველეები გვხვდება. ად­გილ. მოსახლეობა მიწის თხრის დროს პოულობდა ქვაყუთებს, რ-ებშიც თიხის ჭურჭელთან ერთად აღმოჩენილია ბრინჯაოს სამაჯურებიც. საფიქრებელია, აქვე სიახლო­ვეს იქნებოდა გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის დასახლებაც.

დ. ბერძენი­შვი­ლი