თაქთაქიშვილი შალვა მიხეილის ძე

შ. თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი შალვა მიხეილის ძე (27. VIII. 1900, სოფ. ქვემო ხეითი, ახლანდ. გორის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 18. VII. 1965, თბილისი), კომპოზიტორი. სა­­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1949). 1928 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯი­შვი­ლის სახ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1937-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1941-იდან – პროფესორი). ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს, დირიჟორობდა საოპერო სტუ­დიის სპექტაკლებს. იყო „ახალ­გაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” ერთ-ერთი ორგანიზატორი (1922). ნაწარმოებები: ოპერები – „დეპუტატი” (1939, დაიდგა 1940) და „ოთარაანთ ქვრივი” (1942); საბავშვო ოპერები – „ყვავილთა სამყარო” (1922), „პირველი მაისი” (1924), „შემოდგომა” (1925), „განთიადი” (1923, დაიდგა 1926); ბალეტი „მალთაყვა“ (1932, დაიდგა 1937); „სიმფონიეტა” (1954), „საზეიმო უვერტიურა” (1944), კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1932), ორი სიმებიანი კვარტეტი [ამ ჟანრის პირველი თვალსაჩინო ნიმუშები ქართ. მუსიკაში (1931, 1933)], 2 საფორტეპიანო ტრიო (1944, 1946), რომანსები, სიმღერები და სხვ.

ლიტ.: ხ უ ჭ უ ა  პ., შალვა თაქთაქი­­ შვი­ლი, თბ., 1962.

გ. ტორაძე