თაქთაქიშვილი მიხეილ ოთარის ძე

მ. თაქთაქიშვილი 

თაქთაქიშვილი მიხეილ ოთარის ძე (დ. 23. IX. 1949, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიურ მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1970 დაამთავრა თსუ. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა იენის (გერმანია) სა­ხელმწ. უნ-ტში. 1969-იდან მუშაობდა თსუ-ში დოცენტის, 1994– 95 – პროფესორის თანამდებობაზე.

1995 საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მუშაობდა აიოვას უნ-ტში, სხვა­და­სხვა კომპანიაში უფრ. მეცნ.მკვლევრად, ნაც. გამოთვლით ცენტრში – სხვა­და­სხვა თანამდებობაზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად. 2012 დაბრუნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამჟამად მუშაობს სკოლაში (European School) ქიმ. მასწავლებლად და სამედ. აკადემიაში ბიოქიმიის მიწვეულ პროფესორად ინგლისურენოვან სექტორში. კვლე­ვის ძირითადი მიმართულებაა ნუკლეინის მჟავების ქიმია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა წამყვან საერთაშ. ჟურნალებში.

თხზ.: Reactions of 4/6 Amide-Lactam Function of Nucleic Bases (review), «Биоорганическая химия», 1993, v. 19 (11); Recognition and Inhibition of HIV Integrase by Novel Dinucleotides, «Journal of American Chem. Society», 2000, v. 24 (თანაავტ.: : V. Nair, N. Neamati, S. Pal, Y. Pommier).