თაქთაქიშვილი მიხეილ ივანეს ძე [10(22). VII. 1872, სოფ. ქვემო ხვითი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 28. IX. 1954, თბილისი], პედაგოგი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1944), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. 1889 დაამთავრა თბილ. ვაჟთა I კლასიკური გიმნაზია. 1895, ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ფიზ. და მათ. მასწავლებლად თბილ. მოზრდილთა საღამოს და ელისვეტასლის (აზერბ.) ვაჟთა გიმნაზიაში. 1905 დანიშნეს ბაქოს კომერც. სასწავლებლის ინსპექტორად (დირექტორი), სადაც ჩამოაყალიბა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ფილიალი. ბაქოში ხელმძღვანელობდა ქართ. დრამ. დასის გამგეობას. მისი წასვლის შემდეგ დაწესდა თ-ის სახ. სტიპენდია. 1921-იდან ასწავლიდა თსუ-სა და თბილ. პოლიტექნიკურ ინ-ტში. 1928–29 დააარსა ყვარლისა და ბორჯომის სატყეო ტექნიკუმები. 1930–53 განაგებდა ფიზ. და მათ. კათედრას საქართვ. ზოოტექ.სავეტერინარო ინ-ტში. ლექციებს კითხულობდა სას.-სამ. და მცენარეთა დაცვის ინ-ტებში. მისი წერილები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელში”, „სახალხო გაზეთში”, „თეატრი და ცხოვრებაში” და სხვ.
თხზ.: უმაღლესი მათემატიკის შესავალი, თბ., 1934; უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი, თბ., 1936.