თაქთაქიშვილი ლევან ევალდის ძე

ლ. თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი ლევან ევალდის ძე (20. VIII. 1931, თბილისი, – 2. VI. 2003, იქვე), კინორეჟისორი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). მუშაობდა სა­ქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. დადგა სატელევიზიო ფილმი-ოპერა „ჯილდო” (კომპოზიტორი ო. თაქთაქი­შვი­ლი, მ. ჯავახი­­შვი­ლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1964). გადაიღო სხვა­და­სხვა ჟანრის შემეცნებითი ფილმები სატელევიზიო ეკრანისათვის, მათ შორის: „ისევ ნონა” (1972), „მოგონება” (1974), „მომღერალი თიხა” (1975, ქართ. კერამიკის ისტორიასა და თანამედროვეობაზე), „ფერთა სიმფონია” (1977, თეატრის მხატვარ სოლიკო ვირსალაძეზე), „მოგზაურობა არზრუმში” (1978), „საწნახელი” (1980), „პალიასტომი” (1980), „ძველი ქარ­თუ­ლი მოზაიკა” (1981), „ბუნების საუნჯე” (1982), „სამჭედლო” (1984), „აკადემიკოსი ივანე ბერიტა­შვი­ლი” (1985), „კავკასიონი” (1989), „დავით გარეჯი” (1991), „წერილები სალონიკიდან” (1996), „აბრეშუმის გზა” (1997) და სხვ., რამდენიმე მუს. ფილმი, მათ შორის ქორეოგრაფიული კომპოზიცია ს. პროკოფიევის მუსიკაზე „კლასიკური სიმფონია” (1974, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე). თ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ეროვნ. ღირებულებებისადმი ინტერესი, მაღალი პროფესიონალიზმი, ფაქიზი გემოვნება.

მ. კერესელიძე