თაქთაქიშვილი ელიზბარ

თაქთაქიშვილი ელიზბარ, ქართლის თავადი, 1765 ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე მსხვი­ლი ფეოდალების ახლო ნათესავი – თ-ის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის ­შვი­ლი იყო, ხოლო ასული თინათინი – აღნიშნული შეთქმულების ერთ-ერთი აქტ. წევრის დავით ბატონი­შვილის (აბდულაბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თ-ს ყმა-მამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს