თაქთაქიშვილი გიორგი მიხეილის ძე (14. IV. 1902, განჯა, – 16. XII. 1977, თბილისი), მუსიკოსი (ვიოლონჩელისტი) და პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946), პროფესორი (1949). 1926 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია. აქვე, ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, დაიწყო პედ. მოღვაწეობა. 1925–38 კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკის დეკანი იყო, 1932–33 – კონსერვატორიის დირექტორის მოადგილე. 1944-იდან მოღვაწეობდა კამერული ანსამბლის კათედრაზე (1949–77 ამ კათედრის პროფესორი). თ. იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (1922), თბილ. მუს. ათწლედის (ამჟამად ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო გიმნაზიის) დირექტორი (1938–49). იყო პირველი ქართ. სახელმწ. სიმებიანი კვარტეტის წევრი (1928–38). იკვლევდა ქართ. საშემსრულებლო ხელოვნების ისტ. საკითხებს. ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობასაც.
თხზ.: ევგენი მიქელაძე, თბ., 1968 (თანაავტ. გ. წულუკიძე); სკოლა ვიოლონჩელოსათვის, ტ. 1–2, თბ., 1959–60.