„თბილისი“

„თბილისი“ (სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპან ი ა "თ ბ ი ლ ი ს ი"), დაარსდა 1966 თბილისში, როგორც სა­ქართვე­ლოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი. 1993 გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად – სამშ.სამონტაჟო ფირმა „ლეჩ­ხუმი"; 1996-იდან დაერქვა სა­აქციო საზ-ბა სამშ.-სამონტაჟო ­ტრესტი „თბილისი", 2001 კი – სააქციო საზ-ბა სამშ. კომპანია „თ." მისი აქციები მთლიანად კერძო მფლობელობაში იყო. კომპანიას ჰქონდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო და საგარეო-ეკონ. ურთიერთობების სამსახური, აგრეთვე ფილიალები ბორჯომში, ხარაგაულში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სამშ. და სპეც. სამუშაოთა წარმოებისათვის; ფლობდა სა­ხელმწ. ლიცენზიას ყველა სა­ხის სამშ.-სამონტაჟო სამუშაოების პროექტირებასა და მშენებლობაზე, მ. შ. გზებისა და ხიდების, მაგისტრალური ­წყალსადენებისა და გაზსადენების, ელექტროსადგურების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საზღვაო პორტების, რკინიგზებისა და სხვ. კომპანიას გააჩნდა მძლავრი საწარმოო (რკინაბეტონის, ასფალტბეტონის, მეტალოკონსტრუქციების ქ-ნები მათში შემავალი სამსხვრევდამხა­რისხებელი, ხის დამმუშავებელი, მეტალოპლასტიკისა და ალუმინის ნაწარმის დამამზადებელი წარმოებებით თბილისსა და ფოთში), მექანიზაციისა (სპეც. სამშენებლო ტექნიკა) და ავტოტრანსპორტის ბაზები, აგრეთვე დიდი სასაწყობო მეურნეობა (თბილისში, ბათუმსა და ფოთში) რკინიგზის საკუთარი ჩიხებით, რ-ებიც ასრულებდნენ ნებისმიერი საპროექტო-საძიებო, სამშ.სამონტაჟო, სარეკონსტრუქტორო-სარემონტო, მოპირკეთების, სამხატვრო, ასფალტირების, ტერიტორიის მოწყო­ბისა და სხვა სამუშაოებს.

სამშ. კომპანია „თ-ს" სა­ქართვე­ლო­ში აშენებული აქვს: საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები, სამრეწვ., სას.-სამ., ჯანმრთელობის, კულტ., კავშირგაბმულობის, კომუნ., საოფისე და სხვა დანიშნულების ობიექტები, მ. შ. თბილისში – ლუდის ქ-ნა „კასტელი-საქართველო", ფეხბურთის ფედერაციის ­ოფისი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, რესტორანი „მაკდონალდსი" (კ. მარჯანი­შვი­ლის ­მოედანზე); მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული სომ­ხე­თის (სპიტა­კი, ლენინაკანი) და დას. საქარ­თვე­ლოს (საჩხერე, ჭიათურა) რ-ნებში სამშ.-აღ­დგენით სამუშაოებში. ჩვენი ქვეყ­ნის გარეთ მას აშენებული აქვს ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის მხა­რე) რესპ. საავადმყოფო, ქ. ნალ­ჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთის აო) – ბ. კალმიკოვის სახ. სანატორიუმი, მოსკოვში – სა­­ქართვ. საელჩო; იქვე აღადგინა სასტუმრო და კულტ. ცენტრი, მონაწილეობდა აგრეთვე მაცხოვრის ტაძრის კედლების მოპირკეთებაში.

1966–2004 სამშ. კომპანიამ საქარ­თვე­ლო­ში ააშენა 3345 ობიექტი, რ-თა საერთო ღირებუ­ლება ლარით 920 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტია.

კომპანიის უცხოელი პარტნიორები იყვნენ შპს „მორისონი" (ინგლისის სამშ. კომპანია) და სააქციო საზ-ბა „მოსსპეცპრომსტროი" (რუსეთი).

2009-იდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს.