„თბილისი“

„თბილისი“, ქარ­თუ­ლი სამარკო ბრენდი (კონიაკი). უშვებენ 1958-იდან თბილ. 1500 წლისთავთან დაკავშირებით. მზადდება 15–20 წლის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე დაძველებული სპირტისაგან, რ-იც მიიღება შილდა–ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოწეული ყურძნის გადამუშავებით მიღებული ღვინომასალის გამოხდით. ხასიათდება მუქი ოქროსფერით, კარგად გამოხატული სურნელით, რბილი, ხავერდოვანი ზეთის გემოთი, 43% მოცულობითი სპირტშემცველობით და 7% შაქრიანობით, 1958-იდან სხვა­და­სხვა საერთაშ. გამოფენაზე მიღებული აქვს 8 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.