„თბილისი“

„თბილისი“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. თავდაპირველად საქარ­თვე­ლოს სიმღერისა და ­ცეკვის სა­ხელმწ. ანსამბლის შემადგენელი ნაწილი იყო. 1983-იდან ანსამბლს დაერქვა „თბილისი", 1990-იდან კი ჩამოყალიბდა ­დამოუკიდებელ შემოქმედებით კოლექტივად. და­არ­სების დღიდან მისი უცვლე­ლი ხელმძღვანელია სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე რ. გ ო გ ო ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი. ანსამბლის რეპერტუარში ძირითადად ქართ. ხალხ. სიმღერები, ქართ. საგალობლები და ­ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებია. ანსამბლი „თ." ძალზე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. არსებობის განმავლობაში მას 5000-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული, აქედან 3000-ზე მეტი – ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანსამბლ­მა დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

სხვა­და­სხვა დროს ანსამბლში მღეროდნენ: ა. ყურა­შვი­ლი, ბ. სორდიძე, გ. დოლიძე, ბ. გუგავა, ნ. გამგებელი, გ. ასათიანი, მ. თალაკვაძე, და სხვ. 2000-იდან ანსამბლის შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: რ. გუნიავა, რ. ხუცი­შვილი, თ. წულაური, ზ. მამალაძე, ნ. აფხაიძე, ვ. დოლიძე, ი. სორდია, ო. ლომიძე, კ. ბერი­შვი­ლი, ზ. შალამბერიძე. 2003–12 წლებში ანსამბლს გარკვეული მიზეზების გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი კონცერტი არ ჩაუტარებია, თუმ­ცა ქვეყნის გარეთ (ჰოლანდია, ესტონეთი, შვედეთი, უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი) წარმატებით გამართა 1000-მდე კონცერტი. დღეისათვის (2015) ანსამბლის შემადგენლობაში არიან რ. გოგოლა­შვი­ლი (ხელმძღვ.), ზ. მამალაძე, რ. გუნავა, რ. ხუციშვი­ლი, გ. გოგიტიძე, კ. ასლანი­შვი­ლი, თ. მამალაძე. ანსამბლს გამოშვებული აქვს ფირფიტა „გიგანტი", აუდიოკასეტა და 3 კომპაქტდისკი. „თ." დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ნ. გელოვანი