თამარაშვილი ვასილ სოლომონის ძე

თამარაშვილი ვასილ სოლომონის ძე (21. I. 1883, თბილისი, – 7. IV. 1957, იქვე), მუსიკოსი, პედაგოგი. მუს. საკრავთა რეკონსტრუქტორი. 1911 დაამთავრა თბილ. მუს. სასწავლებელი სამხ. კაპელმაისტერის (სამხ. ორკესტრის დირიჟორის) სპეციალობით. იყო ზ. ფალია­შვი­ლის მოწაფე. თავდაპირველად თბილ. სკოლებში ასწავლიდა სიმღერა-გალობას, სანოტო სისტემას, მუს. თეორიასა და სოლფეჯიოს. უკრავდა ორგანზე კათოლ. ეკლესიაში. 1936–39 მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართ. ხალხური საკრავების ორკესტრი. მან დიდი შრომა გასწია საკრავების დახვეწა-განვითარების, გაუმჯობესება-გადახალისების ხაზით, რაც იმ დროისათვის საინტერესო მოვლენა იყო. თ-მა ხანგრძლივი შრომისა და დაკვირვების შედეგად შექმნა მსოფლიოში პირველი ნოტების საბეჭდი მანქანა, რ-ის პირველი ნიმუში ჯერ კიდევ 1936 დაამზადა. მოწონებული მანქანა სერიული წარმოებისათვის გადაეცა ლენინგრადის ოლქის ქ. ლიგოვოს. სამწუხაროდ, მანქანის სერიულ ჩამოსხმას ხელი შეუშალა 1941 სსრკ-გერმანიის ომმა და საბეჭდი მანქანა ქარხანასთან ერთად განადგურდა.

ლიტ.: გ ე გ ე ჭ კ ო რ ი  ლ., ხალხური სიმღერის მოამაგენი, თბ., 2007.

კ. ჭოხონელიძე