თავშავა

თავშავა, მთა ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტე­ბის საზღვარზე, რაჭის ქედზე. სიმაღლე 1973 მ. აგებულია ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. თხემზე ალპ. მდელოებია. თ-ის დას. კალთაზე არის ქვაკუნდის უღელტეხილი (1382 მ), რ-იც ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ზ. ჯანელიძე