თოთი

თოთი, კარულ-ხეობური მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) აუზში. მარჯვნიდან, 2670 მ სიმაღლეზე, უერთდება მყინვარ ტვიბერს. თ-ის სიგრძეა 2,6 კმ, ფართ. 2 კმ². ფირნის ხაზი ზ. დ. 3180 მ-ზეა.

რ. შენგელია