თელოვანი, ნასოფლარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსოვრისის მახლობლად. 1669 წილკნის საეპისკოპოსოს სამწყსოს სიაში სოფ. თ. მოხსენიებულია სოფ. ქსოვრისის მეზობლად. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) მუხრანის თემის სოფლებში თ-ს არ ახსენებს, სოფელთა სიაში კი მიუთითებს ორ სოფელ ქსოვრისზე. უეჭველია, რომ ქსოვრისმა დაფარა სოფ. თ-ის ტერიტორია.
მდ. ქსნიდან გამოყვანილ არხთაგან ერთ-ერთი – თ-ის რუ – გამოყვანილია VI ს-ში ისე წილკნელი ეპისკოპოსის მიერ. ნასოფლარის ცენტრ. ნაწილში დიდი მარნის ნანგრევებია.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
ჯ. გვასალია