თეკალი

თეკალი, სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. ცხენისწყლის მარცხ. ნაპირზე. ჩოლურის თემის ცენტრი (სოფლები: თ., ბულეში, დურაში, ლეუშერი, მამი, მუწდი, საყდარი, ტვიბი, ფანაგა, შტვილი, ჭველიერი, ჭველფი). ზ. დ. 1200 მ, ლენტეხიდან 15 კმ. 51 მცხ. (2014).

სოფლის ზემოთ, ტყიან გორაკზე, აღმართულია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. მაცხოვრის ეკლესია. თ-ის ეკლესია თავისი სიდიდითა და მორთულობის ხასიათით გამოირჩევა ამ კუთხის სხვა ნაგებობათაგან.

ეკლესიაში დაცულია თ-ის ჭედური ხატი ღვთისმშობელი ყრმით (X–XI სს.), აგრეთვე ხატების ფრაგმენტები.

ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი  ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, პარიზი, 1937.