ლაბადა

ლაბადა, ქალის მოკლე, წელში გამოყვანილი სამოსელი (კახეთი). იგივეა, რაც ყაბაჩა, ანუ ყაბარჩა, რ-საც რუსთაველის ეპოქაში საქართველოში მამაკაციც იცვამდა და ქალიც. ლ. ფერადი ქსოვილისაგან იკერებოდა, ზოგს სარჩულად თახვის ბეწვი ჰქონდა დადებული და ზამთრის სამოსადაც იყენებდნენ. ქალის ლ. საინგილოში XX ს. დასაწყისამდე იხმარებოდა. მას ყოშებიან ახალუხზე იცვამდნენ. კერავდნენ სხვადასხვა ქსოვილისაგან. გვერდებზე ჩაქები ჰქონდა, ირგვლივ – ფერადი არშია და ქობა, გულისპირებზე კი – ღილი.