ლეჩხუმის განძი, II ტიპის კოლხური ნახევარდრაქმების განძი (309 ც.) აღმოჩენილია 1918. ე. თაყაიშვილის მიერ პარიზიდან დაბრუნებული მასალის პაკეტზე, რ-შიც ეს განძი იყო მოთავსებული, ე. პახომოვის ხელით აწერია: „Из Лечхумского клада“. ერთ-ერთი მონეტის ავერსზე, ადამიანის გამოსახულების კეფასთან მოთავსებულია ასო „O“. დაცულია საქართვ. ეროვნ.-მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბაში (გ. ფ. №№6355–6664).
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.