ლეჩხუმის მაზრა

ლეჩხუმის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1867. ადმ. ცენტრი – სოფ. ცაგერი. შედგებოდა 3 უბნისაგან – ალპანის, სვანეთისა და ცაგერის. ფართობი 4636 კმ2, მოსახლეობა – 50080 კაცი. ეროვნ. შემადგენლობა – ქართველები. ლ. მ. მოიცავდა ახლანდ. ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. გაუქმდა 1930.