ლეძაძამე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ბეთლენი, კვაუთი, ლეგოგიე, ლესაჯაიე, ჯოლევი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ტეხურის მარჯვ. მხარეს. სენაკი– დიდი ჭყონის საავტ. გზაზე. ზ. დ. 160 მ, 230 მცხ. (2014).
სოფელში დგას შუა საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფლის მიდამოებშია კვაუთის გამოქვაბული.