დური ეფენდი, XVIII ს. თურქი სახელმწიფო მოხელე.
მას ეკუთვნის სპარსულად დაწერილი თხზულება „ისტორია მოგზაურობისა ავღანეთსა და სეფიანთა სახელმწიფოში" („თარიხი სეიაჰ დერ ბეიანი ზუჰური ავღანიან ვე ინჰიდამი დევლეთი სეფევიან", 1731), რ-იც XVIII ს. 30-იან წლებში გამოაქვეყნა იბრაჰიმ მუთეფერიკამ. თხზულება საუკეთესო წყაროა XVIII ს. II მეოთხედის ირან-ოსმ. და საქართვ. ისტორიისათვის.
მასში უხვადაა მოცემული ცნობები ამ პერიოდში ირანში მოღვაწე ქართველებზე (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონიშვილი და სხვ.). საყურადღებო ცნობებია ვახტანგ VI-ზე. თხზულებაში მოთხრობილია სეფიანთა ირანში ავღანელთა შემოსევებისა და მათ წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში ქართველთა მონაწილეობის შესახებ.
ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
ნ. შენგელია