ლეხზირი, მწვერვალები სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ შტოქედზე (მესტიის მუნიციპალიტეტი). მთავარი ლ-ის სამაღლეა ზ. დ. 4100 მ, დასავლეთის – ზ. დ. 3900 მ, აღმოსავლეთის – ზ. დ. 4100 მ. მწვერვალები აგებულია გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალებისკენ გზა ადის თოთის უღელტეხილიდან.