ლეხიდარი, მდინარე წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს ნაქერალას ქედზე, 1330 მ სიმაღლეზე. სიგრძე – 22 კმ, აუზის ფართობი – 137 კმ 2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნა (განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე). საშ. წლიური ხარჯი 6,8 მ 3/წმ.