ლეხიდრისთავი, სოფელი იმერეთის რეგიონის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (დღნორისის თემი), მდ. ლეხიდრის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 650 მ, წყალტუბოდან 74 კმ. 55 მცხ. (2014).
ლ. წყაროებში პირველად დამოწმებულია რუსი ელჩების, ნ. ტოლოჩანოვისა და ა. იევლიევის ანგარიშებში (1650–52) „ლეხიდარის“ სახელწოდებით. ლ. გვიანფეოდალურ ხანაში ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო.