ლეხურა

ლეხურა, რეხულა, მდინარე ახალგორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს ხარულის ქედის სამხრ. ნაწილში 2025 მ სიმაღლეზე. სიგრძე – 43 კმ, აუზის ფართ. – 285 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფულზე, წყალმოვარდნები იშვიათია. საშ. წლიური ხარჯი 2,99 მ 3 /წმ. ლ-იდან გაყვანილია სარწყავი არხები.