ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი, დაცული ტერიტორია საქართველოში. დაარსდა სუბალპური ტყეების დაცვის მიზნით 1977. მდებარეობს ცხინვალის მუნიციპ-ის ჩრდ.-აღმ. ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში. ფართობი – 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველის (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვ.) დაცვა, მომრავლება და შესწავლა. იქვე ბინადრობს კეთილშობილი ირემი, რ-იც ცენტრ. კავკასიონის ტერიტორიის მხოლოდ ამ ნაწილში გვხვდება.
ნაკრძალი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.