ლიბანი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის თემი), მდ. ბორჯომულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე, ბორჯომი–ბაკურიანის სარკინიგზო ხაზზე. ზ. დ. 1360 მ, ბორჯომიდან 11 კმ, 31 მცხ. (2014). ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ჰავითა და სამკურნალო მინერ. წყაროებით. სამედ. ჩვენება: ფილტვისა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი.