„ლიგეია“

„ლიგეია“, ქართული გაზეთების – „რევოლუციური ნობათისა“ და „შრომის“ – ორკვირეული ლიტერატურული დამატება; გამოდიოდა 1918 ქუთაისსა და თბილისში. გამოვიდა №ა და №ბ. დაბეჭდილია გ. ტაბიძის, ხ. ვარდოშვილის, ვ. გაფრინდაშვილის, შ. კარმელის, გ. ცეცხლაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ნადირაძის ლექსები; ნ. მიწიშვილის, დ. ჩიანელისა და კნუტ ჰამსუნის მინიატიურები.