ლიგუსტიკუმი

ლიგუსტიკუმი, არაფის ლიგუსტიკუმი (Ligusticum arafoe Albov), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Umbelliferae). კავკასიის იშვიათი ენდემური რელიქტური სახეობაა. საქართველოში მხოლოდ ჩრდ. აფხაზეთში (ბზიფის ქედი)გვხვდება, საქართველოს გარეთ – ჩრდ.-დას. კავკასიაში. იზრდება ზ. დ., 1600-2100 მ სიმაღლეზე ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში –კირქვიანებზე, ტყის პირას, მდელოებსა და მაღალბალახეულში. გვხვდება პატარ-პატარა ჯგუფებად. მრავლდება თესლით. აფხაზეთში ამ მცენარის სურნელოვან ფესვურებს ადგილ. მოსახლეობა იყენებს თამბაქოს არომატიზაციისათვის. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.