„ლიდერფუდი“ (შპს), ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია. დაარსდა 2008 თბილისში. 2017 ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ თანაინვესტირებით მცხეთაში გაიხსნა ახ. საწარმო, რ-ის ფართ. შეადგენს 10000 მ 2, დასაქმებულია 550-ზე მეტი ადამიანი. საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რ-თა მეშვეობით კომპანია პროდუქციას ევრ. სტანდარტების დაცვით აწარმოებს. აქვს პროდუქციის ხარისხის შესამოწმებელი საკუთარი ლაბორატორია და ავტოპარკი, რ-ის საშუალებითაც ხდება ხორცპროდუქტების ტრანსპორტირება. „ლ.“ აწარმოებს გერმ. ტექნოლოგიით დამზადებულ 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს – მოხარშულ ძეხვეულს, სოსისს, დელიკატესებს, სერველადს და სოუსებს. იყენებს როგორც ადგილ., ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით.
საწარმოს მიღებული აქვს საერთაშ. ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატები, კერძოდ, FSSC 22000:2005, რ-იც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001.