ლიკანი

ლიკანი, კურორტი. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქ. ბორჯომის დას. ნაწილში, მესხეთის ქედის აღმ. და თრიალეთის ქედის დას. ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე. ზ. დ. 800–900 მ, თბილისიდან 150 კმ.

ჰავა სუბტროპიკულია, ზომიერად ნოტიო, ცივი ზამთრით და ძალიან თბილი, ხანგრძლივი ზაფხულით. იანვრის საშ. ტემპ-რაა – 20 C, აგვისტოსი – 20–250 C. ნალექების საშ. რაოდენობა 700 მმ.

კურორტის ძირითადი ფაქტორია მინერალური წყალი, რ-საც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნ. პროცედურებისთვის. ლ-ის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირწყლების სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მ სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს.

ლ-ის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ტყეპარკის ცენტრში აგებული რომანოვების სასახლე, რ-იც რუსეთის დიდმა მთავარმა ნ. რომანოვმა არქიტ. ლ. ბენუას ააშენებინა (1892–95).