ლილუაშვილი თენგიზ ალექსანდრეს ძე (10. V. 1928, სოფ. შუაგორა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 30. VIII. 2007, თბილისი), იურისტი (სამოქალაქო საპროცესო სამართალი), იურიდ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1949). 1958-იდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე – იყო საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტის სამოქალაქო სამართ. განყ-ბის გამგე (1970–93), სახელმწ. და სამართ. ინ-ტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (1993–94), ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1995–2007), საქართვ. იუსტიციის სასწ. ცენტრის დირექტორი (1996–98), საქართვ. უზენაესი სასამართლოს მეცნიერ-კონსულტანტი (1998–2007), საქართვ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის, აგრეთვე სამართ. რეფორმის სახელმწ. კომისიის თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2003).
თხზ.: სამოქალაქო პროცესის საკითხები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, თბ., 2002; სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005; აპელაცია სამოქალაქო პროცესში, თბ., 2005; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2004, გამოც., მე-2, თბ., 2007 (თანაავტ.).
გ. ლილუაშვილი